

16 იანვრიდან მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, აღდგება, თუმცა შაბათ-კვირის გარდა.
ხარაგაულის ს/ს „ავტოტრანსი“ საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტის მიმოსვლის აღდგენისთვის ემზადება.
ამ ორგანიზაციის დირექტორის, დავით ხარაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, 18 იანვრიდან გეგმავენ, რომ ხარაგაულიდან ზესტაფონის, ქუთაისის, ტყიბულის, თბილისის, ლეღვანისა და ხევი-ნადაბურის მიმართულებით მიკროავტობუსების მოძრაობა განახლდეს.
მისივე თქმით, ყველაფერი მაინც ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული – თუ მდგომარეობა არ გართულდა და კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად არ გაიზარდა, ს/ს „ავტოტრანსი“ მგზავრთა გადასაყვანად მზადაა – სამგზავრო ტრანსპორტი დაწესებული რეკომენდაციების გათვალისწინებით იმოძრავებს.
რაც შეეხება საქალაქთაშორისო და საგარეუბნო მატარებლების მიმოსვლის აღდგენას, „საქართველოს რკინიგზაში“ გვიპასუხეს, რომ ამ საკითხზე ზუსტი პასუხი ორშაბათს, 11 იანვარს ეცოდინებათ.
კორონავირუსის პანდემიის გამო, მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა 2020 წლის 28 ნოემბრიდან აიკრძალა. მსუბუქი ავტომანქანებით, მათ შორის ტაქსით, გადაადგილება არ იზღუდება.
ნინო კაპანაძე
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან