

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კონკურსში „მეფე ერეკლე – ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია“ სამმა ხარაგაულელმა მოსწავლემ გაიმარჯვა.
ამის შესახებ ინფორმაცია ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა მიიღო.
მეფე ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წლის იუბილეს ფარგლებში გამართულ ესეების კონკურსში „მეფე ერეკლე – ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიებში:
კონკურსი მიმდინარეობდა 2020 წლის სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან კოორდინაციით. მასში მონაწილეობდა 603 მოსწავლე და 125 პრიზიორი გამოვლინდა.
ეს პროექტი, პანდემიის შეზღუდვების გამო, ჯერ არ დასრულებულა და 2021 წლის გაზაფხულზე იგეგმება:
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილება საინტერესო პროექტების განხორციელებას აპირებს 2021 წლისათვისაც.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან