

სოფლის ამბულატორიებისა და სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის მედპერსონალს, პანდემიის პირობებში დაწესებული რეგულაციების გამო, ტრანსპორტით გადაადგილება უჭირს.
ექიმები და ექთნები, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, ტრანსპორტს საკუთარი ხარჯებით ქირაობენ.
პანდემიის პირობებში მოსახლეობის შეუფერხებელი სამედიცინო მომსახურების ხელშეწყობის მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობა ხომ არ გეგმავს მედპერსონალის მგზავრობის დაფინანსებას, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, კობა ლურსმანაშვილს მივმართეთ.
„ამ საკითხზე ხარაგაულის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების უფროს გიორგი ბარბაქაძეს ვესაუბრეთ, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – მან ამ პრობლემის შესახებ წერილობით უნდა მოგვმართოს. ამის საფუძველზე დავიქირავებთ ტრანსპორტს, გავუფორმებთ ხელშეკრულებას, რომ ჩვენი პირველადი ჯანდაცვის რგოლის თანაშრომლები სამსახურებში დაუბრკოლებლად და კომფორტულად მივიდნენ, რათა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სამედიცინო მომსახურება დაუბრკოლებლად გაუწიონ“.
ნინო კაპანაძე
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან