

ბოლო 24 საათში ხარაგაულში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ხარაგაულში ვირუსის პირველი შემთხვევიდან დღემდე ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 354-მდე გაიზარდა. მათგან 164 პირი გამოჯანმრთელდა, 7 – გარდაიცვალა.
ახალი შემთხვევები ქვებში, ვერტყვიჭალასა და კიცხში გამოვლინდა.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ამჟამად 183 ინფიცირებულიდან საავადმყოფოში 10 მათგანი მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით. თვითიზოლაციაში 149 პირი რჩება.
გუშინ, 21 დეკემბერს, გეგმიური PCR ტესტირება ბორითისა და ხარაგაულის კოვიდკლინიკების თანამშრომლებს ჩაუტარდათ. ანალიზების პასუხები დღეს გვიან ღამით, ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.
ნინო კაპანაძე
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან