

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა საქართველოს მოსახლეობას ბარბარობის დღესასწაული მიულოცა.
„წმინდა ბარბარე არის მაგალითი მტკიცე სარწმუნოებისა, ერთგულებისა, ქრისტიანული რწმენისა. პრობლემები მუდამ ყოფილა და იქნება მშობლებსა და შვილებს შორის. აი დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ გახსნას გული და გონება ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი ხალხისა.
ვფიქრობთ, ეს რაც ხდება დღეს, ამდენი მსხვერპლი, ეს სასჯელია თუ ლოცვა-კურთხევა?! არაფერი ხდება ღვთის გარეშე, შევთხოვთ უფალს, რომ დალოცოს თვისი ერი.
ითხოვდეთ და მოგეცეს, ეძიებდით და ჰპოვოთ. აი, დღეს ჩვენ ვითხოვთ მშვიდობას, სიხარულს, ქრისტიანული რწმენის განმტკიცებას, სიმშვიდეს გულში, გონებაში და სულში. დარწმუნებულები ვართ, რომ ღმერთი შეისმენს ჩვენს ლოცვას.
ჩვენმა ბავშვებმა, ახალგაზრდებმა დაწერონ ლოცვები, თხოვნები. არ შეიძლება, რომ ღმერთმა არ შეისმინოს ჩვენი შვილების ლოცვები. ამ ლოცვებს, თხოვნებს, წერილებს რომ დაწერთ, გამომიგზავნეთ მე. მე მაქვს გადაწყვეტილი, როდესაც შეგროვდება საკმარისი, გამოვცეთ წიგნად“, – აღნიშნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან