

სოფელ ხიდარში მცხოვრები 56 წლის მამაკაცი დღეს, 17 დეკემბერს, საჩხერის კლინიკაში გარდაიცვალა.
მას თანმხლები დაავადება – შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ხარაგაულში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამით ვირუსის პირველი დადასტურებიდან დღემდე ინფიცირებულთა რიცხვი 316-მდე გაიზარდა, მათგან 141 გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები დაბა ხარაგაულში, კიცხში, ქვებში, ჭარტალსა და ჩხერში მცხოვრებ მოქალაქეებს დაუდასტურდათ.
169 ინფიცირებულიდან სტაციონარში 8 პირი მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმის, ნინო ყიფშიძის ინფორმაციით, სწრაფი ტესტის ასაღებად მათ სამსახურში ყოველდღე 20-ზე მეტი მოქალაქე მიდის.
„პაციენტების უმრავლესობა ტემპერატურის მატებას უჩვის, – ამბობს ნინო ყიფშიძე, – შემდეგ – სახსრების ტკივილს. ამ ბოლო დროს იმატა კორონავირუსით ინფიცირებულ ისეთ პაციენტთა რიცხვმა, რომელთაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები, კერძოდ დიარეა დაეწყოთ“.
ნინო კაპანაძე
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან