

ხარაგაულში „ბავშვთა ადრეული განვითარების“ ცენტრის გახსნას განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი „თაირისი“ ცენტრალური ბიბლიოთეკის ყოფილ შენობაში აპირებს.
დღეს, 15 დეკემბერს, ელექტრონული პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით პროექტის „ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „ბავშვთა ადრეული განვითარების“ მომსახურების დანერგვა/განვითარების ხელშეწყობა“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში სოციალური მომსახურების სააგენტოს, სკოლების, სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
პროექტის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები: 0-დან 7 წლამდე ასაკის შშმ და განვითარების დარღვევების მქონე ბავშვები, ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამების სერვისების მიმწოდებელი პერსონალი;
ცენტრის გახსნის შემდეგ ბავშვთა ადრეული განვითარების მომსახურებაში ეტაპობრივად ჩაერთვება ოჯახურ მზრუნველობას მოკლებული, სოციალურად დაუცველი, მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი 0-დან 7 წლამდე განვითარების დარღვევისა და შშმ ბავშვი – სულ პროექტის 30 პირდაპირი ბენეფიციარი.
„ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრში“ ბენეფიციართა მიღება, სავარაუდოდ, გაზაფხულიდან დაიწყება.
პროექტის დასრულების შემდეგ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოციალური სერვისები გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „თაირისის“ მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“ ფარგლებში.
ფოტოზე: საინფორმაციო შეხვედრა ზუმში
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან