

ღორეშა-ბაზალეთის გზის მშენებელი კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დირექტორის, ლევან ტრაპაიძის, ინფორმაციით, ამ გზის სარეაბილიტაციოდ ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია.
„გზის სრულ მონაკვეთზე დაგებულია ბეტონის საფარი, აშენდა ერთი ახალი ხიდი, ხოლო ერთ არსებულ ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
დარჩენილია სახიდე გადასასვლელების მობეტონება და გზის გვერდულების მოწესრიგება. ხელშეკრულების მიხედვით, მშენებლობა ნოემბერში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, პანდემიის გამო, მუშაობა რამდენჯერმე შეფერხდა და დასრულების ვადები შეიცვალა. გზის რეაბილიტაცია მთლიანად 2021 წლის თებერვალში დასრულდება,“ – ამბობს ლევან ტრაპაიძე.
ღორეშა-ბაზალეთის გზის რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი 8 730 100 ლარით აფინანსებს.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან