

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, დღეს, 10 დეკემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების ათი ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ინფიცირებულთა რაოდენობა 258-მდე გაიზარდა.
covid-19-ის ახალი შემთხვევები გამოვლინდა დაბა ხარაგაულში, ლაშეში, ბაზალეთში, ჩრდილში, ჯაფაროულში, მოლითსა და კიცხში.
156 დაავადებულიდან 11 პაციენტი კოვიდკლინიკებში მკურნალობს, ხოლო დანარჩენები ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ხარაგაულელ კოვიდინფიცირებულთაგან არავინ გამოჯანმრთელებულა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამჟამად თვითიზოლაციაში 219 პირი იმყოფება.
ხარაგაულში კოვიდინფექციით 4 ადამიანი გარდაიცვალა.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან