

დღეს, 9 დეკემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების ათი ახალი შემთხვევა დადასტურდა და ამით ინფიცირებულთა რაოდენობა 248-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ხარაგაულელ კოვიდინფიცირებულთაგან არავინ გამოჯანმრთელებულა.
covid-19-ის ახალი შეთხვევები გამოვლინდა ლახუნდარაში, ვარძიაში, ზარანსა და დაბა ხარაგაულში.
გეგმიური ტესტირების შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა ბორითის კოვიდკლინიკის მედპერსონალს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამჟამად თვითიზოლაციაში 202 პირი იმყოფება.
განმეორებით გაცნობებთ, რომ ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში შესაძლებელია კორონავირუსზე სწრაფი ტესტით გამოკვლევა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ოჯახის ექიმის რეკომენდაციით უნდა მიმართოთ. თუმცა, გამონაკლის შემთხვევებში, თუკი ოჯახის ექიმთან დაკავშირება ვერ შეძელით და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები გაქვთ, ოჯახის ექიმის გარეშეც შეგიძლიათ მიმართოთ ამ დაწესებულებას ტესტირებისთვის.
შეგახსენებეთ, რომ covid-19-ს ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: სხეულის ტემპერატურის მომატება, ხველა, ყელის ტკივილი, ყნოსვის ან გემოს შეგრძნების დაკარგვა, თავისა და კუნთების ტკივილი, ზოგადი სისუსტე, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება ან მოსვენების დროს ქოშინი (რაც ადრე არ გქონიათ).
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან