

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციით, „საქმიანი ეზოს“ მოსაწყობად სამუშაოები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 17 ობიექტზე დასრულდა. წლის ბოლომდე სულ 26 „საქმიანი ეზო“ უნდა გაიხსნას.
ხარაგაულის სატყეო უბნის უფროსი სოსო ფოფხაძე ამბობს, რომ ხარაგაულში „საქმიანი ეზო“ 2021 წელს მოეწყობა.
„იმერეთის რეგიონში „საქმიანი ეზოს“ მოწყობა ზესტაფონსა და ხონში დაიწყეს. ამ მუნიციპალიტეტებში, ჯერჯერობით, მხოლოდ ინფრასტრუქტურა მოაწესრიგეს. 2021 წელს ხარაგაულში „საქმიანი ეზოები“ სამ ლოკაციაზე – ხევში, დიდვაკესა და კიცხში ამოქმედდება,“ – ამბობს სოსო ფოფხაძე.
ეროვნული სატყეო სააგენტო „საქმიანი ეზოების“ შექმნით ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება. ხე-ტყეს სააგენტო თავად დაამზადებს, დაახარისხებს და „საქმიან ეზოებში“ დაასაწყობებს.
ამ ცვლილებამ მოსახლეობასა და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენა და მათთვის სასურველ პერიოდში ტრანსპორტირება უნდა გაუადვილოს, უკანონო ჭრები და ტყეზე უარყოფითი გავლენა უნდა შეამციროს.
თამთა გოგოლაძე
ფოტოზე: დაბა ბაკურიანში „საქმიანი ეზო“ გაიხსნა
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან