

ბოლო 24 საათის განმავლობაში, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 855 ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ 70 ფიზიკური პირი დააჯარიმა. მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 785 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
შსს მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები.
პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს 20 ლარით დაჯარიმებას; იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევი ფიზიკური პირის 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარით დაჯარიმებას.
განმეორებითი ჯარიმა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან