

ორგანიზაცია „პარტნიორობა განათლებისა და კომუნიკაციისთვის“ აცხადებს მონაწილეთაშერჩევას პროექტისთვის „სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერება საჯარო და ეკონომიკური მონაწილეობით“.
ამ პროექტის მიზანია ქალთა მონაწილეობის გაზრდა და მათი აქტიურობის ხელშეწყობა მიმდინარე სამოქალაქო და ეკონომიკურ პროცესებში.
პროექტი მოიცავს ონლაინ ტრენინგების კურსს, დისკუსიას და ასევე შემდგომ აქტიურ ინდივიდუალურ მუშაობას, რომელიც დაეხმარებათ ქალებს კარიერულ წინსვლაში.
ტრენინგების ციკლი აერთიანებს ორ მოდულს:
1. სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმები, ლიდერობა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
2. მეწარმეობის უნარების განვითარება, მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება.
პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია: დუშეთის, ხარაგაულის, სენაკისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტები.
განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2020 წლის 4 დეკემბერი.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან