

ბოლო 24 საათის განმავლობაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ეს ინფორმაცია ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოვიპოვეთ. ეს ხარაგაულში ამ დრომდე 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ახალი შემთხვევები დაფიქსირდა ვერტყვიჭალაში, მარელისში, ვახანში, თეთრაწყაროში, ლახუნდარაში, ისლარში, ქვებში, ვარძიაში, საქასრიაში, ჯაფაროულში, კიცხსა და დაბა ხარაგაულში.
ხარაგაულში კოვიდ-19-ის პირველი დაფიქსირებიდან დღემდე 172 ინფიცირებულია. მათგან 65 გამოჯანმრთელდა.
107 აქტიური შემთხვევიდან საავადმყოფოში 6 ინფიცირებული მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით. თვითიზოლაციაში 74 პირი იმყოფება. ახალი შემთხვევების კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.
ნინო კაპანაძე
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან