

ხარაგაულის სატყეო უბნის უფროსის, სოსო ფოფხაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას 150 კბმ შეშა გადასცეს.
მისივე თქმით, აქედან 80 კბმ შეშა ძირულას ხეობის სოფლებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებზე გაიცა. ამჟამად ხარაგაულში, ს/ს„მარნის“ ეზოში 70 კბმ შეშაა დასაწყობებული.
მერის მოადგილე თემურ ჩხეიძე ამბობს, რომ დაბა ხარაგაულში მცხოვრები ოჯახებისთვის შეშის განაწილება ხვალიდან, პირველი დეკემბრიდან, დაიწყება.
მისი ინფორმაციით, შეშას ხარაგაულში მცხოვრები მარტოხელა მოხუცები და სოციალურად დაუცველები, სულ 25 ოჯახი მიიღებს.
ნინო კაპანაძე
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან