

27 ნოემბრის მონაცემებით ხარაგაულში კორონავირუსი კიდევ ხუთ ხარაგაულელს დაუდასტურდა.
კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა დაბა ხარაგაულში, სხლითში, ზვარესა და საბეში.
„ამჟამად ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ე.წ. „სწრაფი ტესტები“ ტარდება. ამიტომ დღის განმავლობაში ეს მონაცემი, შესაძლოა, გაიზარდოს, – ამბობს ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი ნინო ყიფშიძე, – ამ დილის მონაცემებით, ხარაგაულში კორონავირუსის პირველი დაფიქსირებიდან დღემდე, 138 ინფიცირებულია, მათგან 43 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
თვითიზოლაციაში 172 პირი იმყოფება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 95 აქტიური შემთხვავაა. 4 დაავადებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო დანარჩენი პაციენტები სახლში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობენ“.
თამთა გოგოლაძე
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან