

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, დღეს ხარაგაულში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
26 ნოემბრის მდგომარეობით მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის პირველი დაფიქსირებიდან დღემდე, 127 ინფიცირებულია.
41 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმის, ნინო ყიფშიძის, ინფორმაციით, შესაძლოა ეს მონაცემები დღის განმავლობაში შეიცვალოს, რადგან საზოგადოებრივ ცენტრში ე.წ. სწრაფი ტესტები ტარდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში covid-19-ის ახალი შემთხვევები გამოვლინდა დაბა ხარაგაულში, კიცხში, უბისაში, ბორითსა და ღარიხევში.
ამჟამად ხარაგაულში კორონვირუსის 86 აქტიური შემთხვევაა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 145 მოქალაქე იმყოფება.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან