

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს პროდუქტები ამ წელიწადში ორჯერ – ნოემბრის ბოლოს და საახალწლოდ დაურიგდებათ.
„ამისთვის საჭირო სამუშაოებს ვახორციელებთ, – ამბობს ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი, – ტენდერში გამარჯვებული ინდმეწარმეები პროდუქტებს 27 ნოემბერს მოგვაწვდიან, დავაფასოებთ და აღსაზრდელებისთვის გავამზადებთ.
ამ დაფასოებულ პროდუქტებს სოფლებში მოქმედ საბავშვო ბაღებში 30 ნოემბრიდან შევიტანთ. ბაღის გამგეები მშობლებს დაუკავშირდებიან. პროდუქტებს საბავშვო ბაღებიდან აღსაზრდელთა მშობლები წაიღებენ“.
თამთა გოგოლაძე
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან