

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ოქტომბერში მთელ ქვეყანაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 93 ფაქტი გამოავლინა, მათ შორის 2 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 37 ფაქტი გამოვლინდა კახეთში. იმერეთში დაფიქსირდა 11 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთში – 10, მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლში – 6-6, სამეგრელო-ზემო სვანეთშიც – 6, აჭარაში – ასევე 6, შიდა ქართლში – 5, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 3, გურიაშიც – 3.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 1 441 კბმ ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 16 ფაქტი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან მოპოვებული ინფორმაციით, ოქტომბერში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო ჭრის 1 და ტრანსპორტირების 2 ფაქტი.
მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან