

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვს კიდევ ორი პირი დაემატა.
„ისინი დაინფიცირებულთა ოჯახის წევრები არიან და თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, – ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი ნინო ყიფშიძე, – სიმპტომების გამოვლენის შემდეგ გაუკეთდათ ტესტი და დაუდგინდათ ინფექცია.
მათი კონტაქტები აქამდეც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, ახლა კი ვადა გაუგრძელდებათ.
ხარაგაულში, ამ დრომდე, კორონავირუსით სულ ათი ადამიანი დაინფიცირდა. მათგან ერთი უკვე გამოჯანმრთელდა.
საავადმყოფოდან გამოწერეს კიდევ ერთი ხარაგაულელი პაციენტი. თუმცა მას ჯერ გამოჯანმრთელებულის სტატუსი არ მიუღია. პროტოკოლის მიხედვით, 10 დღე უნდა გავიდეს, ეს სტატუსი რომ მიენიჭოს.
ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 32 ადამიანი იმყოფება“.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან