

ხარაგაულში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, დაინფიცირებული ექთანია და მისი ინფიცირების წყარო უცნობია. ის ხარაგაულისა და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობს. სამსახურის შემდეგ მას კონტაქტი ჰქონდა მხოლოდ ოჯახის წევრებთან, რომლებიც თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.
დღეის მდგომარეობით ხარაგაულში კორონავირუსი სულ 8 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ერთი გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე ხარაგაულში თვითიზოლაციაში 53 პირი იმყოფება.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან