

კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებლი უკვე მეორე დღეა ოთხნიშნა ნიშნულზეა.
დღეს საქართველოში 1186 ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა. 278 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 7 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ თბილისსა და აჭარაშია.
„თბილისში-469, ხოლო აჭარაში 360 ახალი შემთხვევაა. იმერეთში შემცირდა ინფიცირებულთა რაოდენობა. დღეს აქ 99 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ქვემო ქართლში-78, შიდა ქართლში-15, სამეგრელო-ზემო სვანეთში- 73, კახეთში-46, გურიაში-25, მცხეთა მთიანეთში-14, სამცხე-ჯავახეთში-7.
ცხოვრების წესად უნდა გავიხადოთ პირბადის ტარება, რადგან ეპიდსიტუაცია მძიმდება. უნდა მივხვდეთ, რომ რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია,“- აღნიშნა მარინა ენდელაძემ.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან