

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„ჩვენი მთავარი მიზანია ამ კრიზისიდან გამოვიდეთ ისე, რომ მინიმალური ზიანი მივაყენოთ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და ამავდროულად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. ამიტომ, ჩვენი ძირითადი სტრატეგია ამ მიმართულებით გახლავთ წერტილოვანი შეზღუდვები, რომელსაც უნდა ჰქონდეს სწრაფი შედეგები.
არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისსა და იმერეთში ხვალიდან რესტორნების და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა შეიზღუდება 22:00 საათიდან. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოგვცემს იმ შესაძლებლობას, რომ ვირუსის გავრცელების სისწრაფე შევანელოთ“, – განაცხადა გახარიამ.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან