

ბოლო 24 საათის განმავლობაში ლაბორატორიულად კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ჩვენს ქვეყანაში ვირუსის დაფიქსირებიდან დღემდე დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობაა 10 225. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 5553 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილია – 66.
კარანტინის რეჟიმში – 5574 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ სასტუმროში – 1338.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 318 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამჟამად 4 672 ინფიცირებული მკურნალობს. აქედან 60 კრიტიკულად მძიმეა, 53 იმყოფება მართვით სუნთქვაზე. წუხელ ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში სამი პაციენტი გარდაიცვალა.
472 ახალი შემთხვევიდან 230 აჭარაში დაფიქსირდა, 134 – თბილისში. იმერეთში – 68, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში – 8-8, შიდა ქართლში – 6, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში – 5-5.
მარინა ენდელაძის თქმით, თბილისში იმატებს შემთხვევათა რაოდენობა და სერიოზული სიფრთხილე გვმართებს, რეგულაციების დაცვა აუცილებელია!
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან