

საქართველოში დღეს კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 8696-მდე გაიზარდა.
დღეს კორონავირუსისაგან კიდევ 375 ადამიანი განიკურნა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის თქმით, 45 პაციენტი კრიტიკულად მძიმეა, აქედან 43 არის მართვით სუნთქვაზე.
„აჭარაში არის 416 ახალი შემთხვევა, თბილისში – 72, იმერეთში – 44, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 23, ქვემო ქართლში – 10, გურიაში – 8, სამცხე-ჯავახეთში – 3, კახეთსა და შიდა ქართლში – თითო-თითო.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ორი პაციენტი გარდაიცვალა, – ერთი აჭარაში, ერთი – ქუთაისში. ისინი 80 წელს გადაცილებულები იყვნენ. ჰქონდათ თანმხლები დაავადებები და მათი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა“, – ამბობს მარინა ენდელაძე.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან