

ხარაგაულში მოქმედი საბავშვო ბაღები ქალთა საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს“ წარმომადგენლებმა სასწავლო პროცესისთვის საჭირო რესურსებით დაასაჩუქრეს.
საბავშვო ბაღების გამგეებს დღეს, 2 ოქტომბერს, ამ ასოციაციის დამფუძნებელი ნანა დვალი, ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის მეუღლე – მეტტე ჰარცელი და კომიტეტის ხელმძღვანელი ანუშ კლიმჩიკი შეხვდნენ.
ნანა დვალის ინფორმაციით, მათი ორგანიზაცია საშობაოდ ყოველწლიურად საქველმოქმედო ღონისძიებას აწყობს. შემოსული თანხით კი საქართველოში სხვადასხვა საჭიროებებს აფინანსებენ.
ქალთა საერთაშორისო ასოციაციას ხარაგაულის საბავშვო ბაღებისთვის სხვადასხვა რესურსების შესაძენად ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტმა, ნათია კაციტაძემ მიმართა. მისი განაცხადი საქველმოქმედო პროექტების კომიტეტმა მოიწონა და რესურსების შესაძენად 3 ათასი ლარი გამოყო.
„სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა თამაშით სწავლებას ეფუძნება, – აღნიშნა საბავშვო ბაღების გამგეებისა და ქალთა ასოციაციის წარმომადგენელთა შეხვედრაზე ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების მეთოდისტმა თამარ ავალიშვილმა, – ეს რესურსები ჩვენი აღსაზრდელების სააზროვნო უნარების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.
შეხვედრას, რომელიც ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გაიმართა, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ნინო კაპანაძე
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან