

ხარაგაულში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის განმეორებით გამოცხადებული ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა.
რუსთავში რეგისტრირებული შპს „ლ და კ“-მ (დირექტორი კობა ლომიძე) ამ სამუშაოების შესრულებას 3 917 000 ლარად აპირებს. ტენდერი 4 316 294 ლარზე იყო გამოცხადებული.
საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად გამარჯვებულმა კომპანიამ ხარაგაულის წყალმომარაგების სისტემა ხელშეკრულების გაფორმებიდან რვა თვეში უნდა აღადგინოს.
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ გამარჯვებულთან ხელშეკრულება რამდენიმე დღეში უნდა გააფორმოს.
შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის წყალმომარაგებისათვის 2020 წლის 30 აპრილს გამოცხადებული ტენდერი „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით შეწყდა.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან