

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 314 პაციენტით გაიზარდა და ჩვენს ქვეყანაში მისი პირველად დაფიქსირების დღიდან ამ მომენტამდე 5866-მდე გაიზარდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე ამბობს, რომ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით კვლავ აჭარა ლიდერობს.
„სამწუხაროდ, კვლავ აჭარაში ფიქსირდება კოვიდინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. იქ ბოლო 24 საათის განმავლობაში 225 ახალი შემთხვევა დადასტურდა; იმერეთში – 22, თბილისში – 35, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 18, შიდა ქართლში – 9, სამცხე-ჯავახეთში – 3, გურიასა და ქვემო ქართლში – 1.
ქვეყანაში 25 კრიტიკული პაციენტია, აქედან – 23 მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. გარდაცვლილია 55 წლის ქალი აჭარიდან. მას ჰქონდა ძალიან ბევრი თანმხლები დაავადება: შაქრიანი დიაბეტი, ფილტვის ქრონიკული უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი და ორმხრივი მძიმე, მწვავე პნევმონია. მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა.
დღეის მდგომარეობით ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობა არ არის, თუმცა საყურადღებოა. ჩვენ ყველას გაფრთხილება გვჭირდება. მე ვფიქრობ, რომ საქართველო ისევ მწვანე ზონაა“.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 34-მდე გაიზარდა. დღეს კორონავირუსისგან 270 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ჩვენს ქვეყანაში მისი პირველად დაფიქსირების დღიდან ამ მომენტამდე გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობა 2324-ია. კარანტინის რეჟიმში რჩება 5637 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ სასტუმროებში – 800.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან