

საქართველოში დღეს კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა გაიზარდა და 4 399 შეადგენს. დაინფიცირებულთა დიდი წილი კვლავ აჭარაზე მოდის.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე ამბობს, რომ აჭარაში 164 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
„34 ახალი შემთხვევა გვაქვს თბილისში, – ამბობს მარინა ენდელაძე, – იმერეთში – 22; აქედან 15 დაფიქსირდა ქუთაისში, წყალტუბოში – 3, თერჯოლასა და საჩხერეში თითო-თითო, ბაღდათში კი გამოვლინდა 2 ახალი შემთხვევა. სამეგრელო-ზემო სვანეთში – 15, გორში – 1, მცხეთაში – 1. საზღვარგარეთიდან იმპორტირებულია 5 ახალი შემთხვევა.
გვყავს 18 კრიტიკული პაციენტი, რომელთა მდგომარეობის შესახებ პროგნოზირებას ვერ ვახერხებთ. ყველაზე მეტი კრიტიკული პაციენტი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. თბილისში გახლავთ – 2, ქუთაისში – 3, საჩხერეში კი – 2.
ამ მატებას ჩვენ ველოდით, მაგრამ მინდა დავამშვიდო მოსახლოება, – სისტემა გამართულია. მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ შევძლებთ ამ პაციენტების ნაკადების მართვას“.
დღეს კორონავირუსისაგან 62 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობა 1705-ია. კარანტინის რეჟიმში რჩება 5390 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ სასტუმროპებში – 640.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან