

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასოფლო და საუბნო გზები მოსაწესრიგებელია. მათ შორის ბევრი გზის რეაბილიტაცია გასულ წლებში უნდა დასრულებულიყო.
ამჟამად ტენდერი გამოცხადებულია შემდეგი გზების სარეაბილიტაციოდ:
ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა საქარიქედი-ლაშის იგორეთის დამაკავშირებელი (სატენდერო თანხა – 484 477 ლარი) და თეთრაწყაროს გზის სარეაბილიტაციოდ (155 896 ლარი).
მიმდინარეობს ხელშეკრულებების მომზადება ერეთა-დინარის დამკავშირებელი გზისა და ბაზალეთში ჭიპაშვილების საუბნო გზის მოსაბეტონებლად. ერეთა-დინარის დამაკავშირებელ გზას შპს „კოხტის ძირი 2010“ 458 885 ლარად მოაწყობს. ბაზალეთში ჭიპაშვილების საუბნო გზას შპს „კავკასენერგო“ 345 505 ლარად მოაბეტონებს. ორივე გზის პროექტი გარდამავალია და მათი რეაბილიტაცია 2021 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.
ხორითის, ნუნისის, ზედუბნის, ლეღვანი-მარელისის დამაკავშირებელი გზების, გოლათუბანში სხვერისა და სადგურის უბნების გზის სარეაბილიტაციოდ გამოცხადებული ტენდერები არ შედგა, რადგან მათში მონაწილეობა არც ერთმა მშენებელმა ორგანიზაციამ არ მიიღო. ამ ტენდერებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტი განმეორებით გამოაცხადებს.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან