

დღეს, 23 სექტემბერს, ხარაგაულში ფაროსანას წინააღმდეგ თერმული ნისლის გაშვება დაგეგმილია ზვარეში, მოლითსა და ფარცხნალში.
შეწამვლითი სამუშაოები საღამოს 09:00 სთ-დან 10:00 სთ-მდე პერიოდში დაიწყება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორის, ნინო სახვაძის ინფორმაციით, თერმული ნისლი იმ ჯგუფის პრეპარატია, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მცენარეების შეწამვლისას გამოიყენება და ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
თუმცა, უსაფრთხოების ნორმების დაცვა აუცილებელია. თერმული ნისლის გაშვების მომენტში უმჯობესია მოსახლეობამ დახუროს კარ-ფანჯარა, ხოლო 20-30 წუთის შემდეგ ადამიანებს ჩვეულებრივ შეუძლიათ საქმიანობის გაგრძელება.
ნინო სახვაძის განმარტებით, შეწამვლა ფუტკრისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება.
თუ როდის და სად ჩატარდება ფაროსანას წინააღმდეგ სამომავლოდ თერმული ნისლის გაშვება, დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მიღება farosana.ge-ზე 24 საათით ადრე შეუძლიათ.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან