

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ახალი დადასტურებული შემთხვევების დიდი წილი აჭარაში, კონკრეტულად კი ბათუმში, ფიქსირდება.
„კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: აჭარა- 129, აქედან ბათუმში 114 შემთხვევა დაფიქსირდა, ქობულეთში-11, ქედაში-3, ხოლო შუახევში-1. თბილისიდან გახლავთ 24 კოვიდინფიცირებული, იმერეთიდან-11; ქვემო ქართლიდან (რუსთავი)- 4; გურიაში-3, კახეთში კი- 1.
გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაიზარდა 13-ით და გახდა 1435. სტაციონარებსა და სასტუმროებში მეთვალყურეობის ქვეშ ჯამურად 1657 პაციენტია. აქედან 11 გახლავთ კრიტიკულად მძიმე, ხოლო მძიმე პაციენტების რაოდენობა არის -75.
თუ მოქალაქეები შეინარჩუნებენ მაღალ პასუხისმგებლობას და შეასრულებენ რეგულაციებს, როგორიცაა პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და პირადი ჰიგიენა, მაშინ ვითარება დასტაბილურდება. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, დიდ ქორწილებეზე არ ამბობენ უარს. ეს არის ძალიან ცუდი. გავაცნობიეროთ, რომ ეს აკრძალვა საჭიროა იმისათვის, რომ დაავადება არ გავრცელდეს“,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
დღეის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირებიდან დღემდე:
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან