

ხარაგაულის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციოდ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისგან“ გამოცხადებულ ხელახალ ტენდერში მონაწილეთა წინადადებების მიღება დასრულდა. ტენდერი 4 316 294 ლარზეა გამოცხადებული.
უმცირესი ფასი – 3 917 000 ლარი – რუსთავში რეგისტრირებულმა შპს „ლ.და.კ“-მ (დირექტორი კობა ლომიძე) დააფიქსირა. ამჟამად მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცესი.
საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხარაგაულის წყალმომარაგების სისტემა ხელშეკრულების გაფორმებიდან რვა თვეში უნდა აღადგინოს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 24 აპრილს 3 608 814 ლარად გამოცხადებული ტენდერი, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, ივლისში შეწყდა. ამის მიზეზად კომპანიამ საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირების საჭიროება დაასახელა, ხარაგაულში მცხოვრები იმ 76 ოჯახის პროექტში ჩართვის მიზნით, რომლებიც წყალს გამგეობის ბალანსზე მყოფი ჭაბურღილიდან იღებენ და წყალმომარაგების კომპანიის აბონენტებად არ ირიცხებო
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან