

საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ბათუმის საკონდიტრო „დონას“ კლასტერიდან 6 შემთხვევაა, – ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ მიაწოდა.
მისი თქმით, 34 შემთხვევიდან 15 პაციენტის წყარო დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 8 პაციენტს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, ერთი სამედიცინო პერსონალია, 2 შემოტანილი შემთხვევაა, დანარჩენი 2-ის კი წყარო უცნობია.
მარინა ეზუგბაის ინფორმაციით, ამ დროისათვის საქართველოს მასშტაბით კოვიდცენტრებში 342 პაციენტი მკურნალობს, მათგან 3 კრიტიკულად მძიმეა, 16 -ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან