

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა საბავშვო ბაღებში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები გამოაქვეყნა.
რეკომენდაციების მიხედვით, საბავშვო ბაღის შესასვლელში უნდა განთავსდეს ანტისეპტიკური საშუალება და დეზობარიერი.
ყოველ დილით აღსაზრდელებს უნდა გაუზომონ ტემპერატურა. მშობლებს საბავშვო ბაღის შენობაში შესვლა ეკრძალებათ.
უსაფრთხო მუშაობის პროცედურებისა და ვირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ რეკომენდაციების დასაცავად თანამშრომლები აუცილებლად უნდა გადამზადდნენ.
საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია ვალდებულია, შეადგინოს გეგმა ჯგუფების ოთახებისა და ოთახებში ბავშვების რაოდენობის შესახებ.
იკრძალება ისეთი გასართობი ღონისძიებები, რომელიც ბავშვთა დიდი ოდენობით თავშეყრას ითვალისწინებს;
ბავშვებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებისთვის რეკომენდირებულია იმგვარი თამაშების დანერგვა, როგორიცაა მაგალითად:
რეკომენდაციებში ცალკეა მოთხოვნები საბავშვო ბაღში დასაქმებულ პირთა მიმართ, სამზარეულოს ფუნქციონირებისთვის, სანიტარული კვანძისა და ოთახების დასუფთავება-დეზინფექციისთვის.
საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი პირველ ოქტომბერს განახლდება.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან