

ხარაგაულში მოქმედი საჯარო სკოლებისათვის წიგნების გადაცემის პროცესი მიმდინარეობს.
როგორც ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინე ვეფხვაძე ამბობს, წიგნები ოცდახუთივე საჯარო სკოლაშია შესული, ოღონდ საკმარისი რაოდენობით არა.
„წიგნები თანაბრად გადანაწილდა ყველა სკოლაზე, რა თქმა უნდა, მოთხოვნის მიხედვით, – ამბობს მარინე ვეფხვაძე, – მერვე კლასისთვის გრიფით მინიჭებული სახელმძღვანელოები ჯერ არ მიგვიღია. სწავლის დაწყებამდე წიგნების გაცემა დასრულდება.
სკოლებს პირველკლასელებისთვის ბუქები გადავეცით.
სადეზინფექციო საშუალებებით ყველა სკოლა მომარაგებულია“.
შეგახსენებთ, რომ სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს იწყება.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან