

გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1548-მდე გაიზარდა.
stopcov.ge-ს მონაცემებით, კორონავირუსისგან განიკურნა 17 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1270 ინფიცირებული.
საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმშია 5185 პირი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 215.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განმარტებით 38 ახალი შემთხვევიდან 22 დაკავშირებულია ბათუმში საკონდიტრო მაღაზია “დონას” წყაროსთან. 7 არის დაავადებულთან კონტაქტი. 4 – უცხოეთში დაინფიცირებულია, აქედან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლი. ხოლო ხუთი პაციენტის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია და მიმდინარეობს კვლევა. სულ კოვიდცენტრებში 251 პაციენტი მკურნალობს.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან