

ჯანდაცვის სამინისტროსგან მოპოვებული ინფორმაციით, 2 სექტემბრის 10:00 საათის მონაცემებით, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრირებულია 518 110 მშობელი და 861 576 ბავშვი.
18 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლებს რეგისტრაციის გავლა პირველ დეკემბრამდე შეუძლიათ.
თანხა კომერციულ ბანკებს უკვე გადაერიცხათ და მშობლების ანგარიშებზე ჩარიცხვა დღეიდან, 2 სექტემბრიდან, ეტაპობრივად დაიწყება.
მთავრობის დადგენილებით, ერთჯერადი სოციალური დახმარება – 200 ლარი, გაიცემა იმ ბავშვზეც, რომელსაც რეგისტრაციის დასრულების მომენტისთვის 18 წელი არ შესრულებია.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვები, როლებიც პირველ დეკემბრამდე დაიბადებიან, საიტზე დარეგისტრირების შემთხვევში, 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ბავშვები ერთჯერადად 200- ლარიან დახმარებას კოვიდ 19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო იღებენ. დახმარება განკუთვნილია ყველა ბავშვისთვის, განურჩევლად სოციალური მდგომარეობისა.
ნინო კაპანაძე
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან