

დღეს, 29 აგვისტოს ვახანში ტრადიცული დოღი ჩატარდა..
დოღი სოფლის აქტივისტების, ვახანის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლების, სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით ტარდება.
შეჯიბრების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვეფხვია ღონღაძის ინფორმაციით, დოღში 18 მხედარი მონაწილეობდა.
პირველი ადგილი ფრიდონ ფანქველაშვილმა დაიკავა, მეორე ადგილზე მერაბ თიკანაშვილი გავიდა, ხოლო მესამე ადგილზე – ნიკა რამიშვილი.
გამარჯვებულები სიგელებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯლდოვდნენ.
ვახანში პირველად დოღი 1989 წელს, აწ გარდაცვლილი როლანდ არევაძის თაოსნობით ჩატარდა. ტრადიციად დამკვიდრებული ეს შეჯიბრი სწორედ მისი სახელობისაა.
ვეფხვია ღონღაძის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო წელს, სამწუხაროდ, ასევე ტრადიციად დამკვიდრებული ქართული ჭიდაობის ტურნირის გამართვა ვერ მოხერხდა.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან