

ხვალ, 29 აგვისტოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანში ტრადიციული დოღი გაიმართება.
ვახანში პირველად დოღი 1989 წელს, აწ გარდაცვლილი როლანდ არევაძის თაოსნობით ჩატარდა. ტრადიციად დამკვიდრებული ეს შეჯიბრი სწორედ მისი სახელობისაა.
ვეფხვია ღონღაძის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო წელს, სამწუხაროდ, ასევე ტრადიციად დამკვიდრებული ჭიდაობის ტურნირის გამართვა ვერ ხერხდება.
დოღი ხვალ 11 საათიდან დაიწყება. ამ წუთებში ორგანიზატორები ვახანში საცხენოსნო გზას ამზადებენ. „უმაგრესი გზა დახვდება ხვალ ცხენებს სანავარდოდ“, – წერს სოციალურ ქსელში ლაშა ღონღაძე და გზის მზადების ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოებს აქვეყნებს.
ვახანში დოღი სოფლის აქტივისტების, ვახანის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლების, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით ტარდება.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან