

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღები 1 ოქტომბრიდან გაიხსნება.
ამ დრომდე გავრცელებული ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან უნდა დაწყებულიყო. ჯანდაცვის სამინისტროსგან მოპოვებული ინფორმაციით, რეკომენდაციების შესრულებისთვის, რომლებიც უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება, საბავშვო ბაღებს გარკვეული დრო დასჭირდებათ.
ახალი წესების თანახმად, ბაღის შენობაში მშობელი შესვლას ვეღარ შეძლებს. სასწავლო წლის დაწყებამდე ბაღებს შეამოწმებენ და აღმზრდელებს სპეციალურ სწავლებებს ჩაუტარებენ.
ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, ბაღის შენობაში უნდა გამოიყოს შესაბამისი საიზოლაციო ოთახი იმ შემთხვევისთვის, თუ დღის განმავლობაში რომელიმე ბავშვს ან ბაღის თანამშრომელს ტემპერატურა დაუფიქსირდება.
წესდება შეზღუდვები ბავშვის საბავშვო ბაღიდან გამოყვანასთან დაკავშირებით. რაკი მშობელი შენობაში ვერ შევა, მან 10 წუთით ადრე უნდა დარეკოს ბაღის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან და ითხოვოს ბავშვის ბაღიდან გაყვანა, რაც მოხდება შენობის შესასვლელში.
ამასთანავე ბაღებმა უნდა განსაზღვრონ გრაფიკი, რათა ბავშვების რაოდენობა ჯგუფებში დაბალანსებული იყოს. იკრძალება სათამაშოების წამოღება სახლიდან და ისეთი სათამაშოების გამოყენება, რომლის დეზინფიცირება რთულია. რეცხვაზე კი დაწესდება სპეციალური რეკომენდაციები.
ჯანდაცვის სამინისტროსგან მოპოვებული ინფორმაციით, სრული რეკომენდცაიები უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან