

ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება ნარჩენების შემგროვებელი და გადამზიდი სპეცმანქანის შესაძენად 30 ათას ლარს ითხოვს.
ამ სამსახურის დირექტორის, ბესო კვირიკაშვილის მიერ ხარაგაულის მერიისადმი წარდგენილ მიმართვაში აღნიშნულია, რომ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების ოთხი სპეცმანქანიდან ერთ-ერთი მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც ნარჩენები დროულად ვერ გააქვთ. ნაგავმზიდი ავტომანქანის შესაძენად ხარაგაულის მერია 30 ათას ლარს საკუთარი საბიუჯეტო სახსრების ნაშთიდან გამოყოფს.
დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების ადმინისტრაცია ასევე აღნიშნავს, რომ დიზელის საწვავისთვის წლიურად განსაზღვრული თანხა სექტემბერში ეწურებათ.
დამატებით 18 ათასი ლარი ღირებულების დიზელის საწვავის შესაძენად დასუფთავების სამსახური 12 ათასი ლარის მოკლებას მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობის პროგრამისთვის, ხოლო 6 ათასი ლარის მოკლებას გარე განათების ექსპლოატაციის ხარჯებისთვის აპირებს.
ზემოთ აღნიშნულის გამო, საბიუჯეტო ცვლილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან