

დაბა ხარაგაულში, ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე, საბავშვო ატრაქციონების მიწოდება-მონტაჟის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა.
სატენდერო წინადადებების მიღება 29 აგვისტოს იწყება და 31 აგვისტოს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 50 ათასი ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ატრაქციონის კოშკის მილები უნდა იყოს ერთი მთლიანი და სრულყოფილი. გამოყენებული არ უნდა იყოს ისეთი მილები, რომლის ზედაპირზეც შეინიშნება ჩამოსხმის კვალი.
პოლიეთილენის მასალები შეერთების ადგილებში უნდა იყოს გლუვი, რომ გამოყენების დროს დაცული იყოს უსაფრთხოება.
სათამაშო ატრაქციონი უნდა იყოს ფერადი, გამოყენებული საღებავი არ უნდა შეიცავდეს ტყვიას.
მომწოდებელმა საბავშვო ატრაქციონების შეძენა-მონტაჟი ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარულ დღეში უნდა განახორციელოს.
ფოტოზე – ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან