

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 9 ახალი შემთხვევიდან 4 დაავადებული პაციენტის წყარო მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ლენჯერია, 3 შემთხვევა უცხოეთიდან შემოტანილია, რომელთაგან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, 1 შემთხვევა სამედიცინო პერსონალია აფხაზეთიდან და 1 შემთხვევაზე წყაროსა და კონტაქტების დასადგენად კვლევა გრძელდება.
ამ დროისთვის კოვიდცენტრებში სულ 285 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. 6 მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მათი მდგომარეობა კრიტიკულია.
რთულია 22 პაციენტის მდგომარეობა, ხოლო დანარჩენი პაციენტების უმეტესობა, მარინა ეზუგბაიას თქმით, მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა.
stopcov.ge-ის განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან