

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი მარელისის, ვერტყვიჭალისა და წყალაფორეთის საჯარო სკოლების სარეაბილიტაციოდ ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერი 6 742 045 ლარზე გამოცხადდა. სატენდერო წინადადებების მიღება 16 სექტემბერს დაიწყება და 21 სექტემბერს დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ტენდერში გამარჯვებულმა მშენებელმა ორგანიზაციამ მარელისისა და ვერტყვიჭალის სკოლების რეაბილიტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვეში უნდა დაასრულოს, წყალაფორეთის სკოლის – 8 თვეში.
ფოტოზე: მარელისის საჯარო სკოლა
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან