

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას, ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი პაციენტის ინფიცირების წყარო სოფელ ლენჯერს უკავშირდება, ერთის – ქობულეთს. ერთი პაციენტი ინფიცირებულთან კონტაქტში იმყოფებოდა. დაინფიცირდა ერთი სამედიცინო პერსონალი.
ოთხი კოვიდინფიცირებული საზღვარგარეთიდან შემოვიდა. მათგან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ორი პაციენტის წყაროს დადგენა ამ დრომდე მიმდინარეობს.
კოვიდინფექციისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ექვსით გაიზარდა.
ამჟამად კოვიდცენტრებში 236 პაციენტი მკურნალობს.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან