

17 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო.
რამდენად მარტივია ელექტრონულ პორტალზე daxmareba.moh.gov.ge დარეგისტრირება და გაიარეს თუ არა რეგისტრაცია ხარაგაულელმა მშობლებმა, ამის გასარკვევად რამდენიმე მათგანს დავუკავშირდით.
მშობლების უმრავლესობა საიტის გაუმართაობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მომხმარებელთა დიდი ნაკადის გამო საიტზე რეგისტრაცია რთულია.
„საიტი ძალიან გადატვირთულია, რეგისტრაცია მეუღლეს გადავაბარე. თუმცა, ჯერჯერობით, მანაც ვერ შეძლო. იმედი მაქვს, რამდენიმე დღეში უმრავლესობა დარეგისტრირდება და ისევ ვცდით“, – ამბობს ზვიად ორჯონიკიძე.
მშობლების ნაწილი დახმარების მისაღებად დარეგისტრირებას არ ჩქარობს, რადგან რეგისტრაცია დეკემბრამდეა შესაძლებელი. სოფლად მცხოვრებ მშობლებს დასარეგისტრირებლად ხარაგაულის რაიონულ ცენტრში უწევთ ჩამოსვლა, რადგან სოფელში ინტერნეტში ჩართული კომპიუტერის მოძებნა რთულია.
იამზე დვალი ამჟამად სოფელში იმყოფება, ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება, ამიტომ დარეგისტრირება ვერ მოახერხა.
„ხარაგაულის სოციალური მომსახურების სააგენტოში რამდენიმე დღეში მივალ და შევეცდები, იქ დავრეგისტრირდე“, – ამბობს იამზე.
„15 აგვისტოს დარეგისტრირება ვერ შევძელი, – ამბობს ლალი ფერაძე, – მომდევნო დღეს დილით ადრე ისევ ვცადე და რეგისტრაცია გავიარე. ჩემი შვილების რეგისტრაციის შემდეგ, თანამშრომლების ბავშვებიც უპრობლემოდ დავარეგისტრირე“.
იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონულ პორტალზე daxmareba.moh.gov.ge დარეგისტრირებას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ მიმართოთ:
ელექტრონულ პორტალზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია:
ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1505.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან