

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 40 ათასი ლარი დევების ქანდაკებების სარეაბილიტაციოდ გამოიყოფა.
-დევების ქანდაკებები ხარაგაულის სავიზიტო ბარათია და ამიტომ მათი მოწესრიგება მნიშვნელოვანია, – ამბობს ხარაგაულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი, – სულ ვფიქრობდით ამ საკითხზე და ახლა მოგვეცა შანსი, რომ ბიუჯეტის ნაშთიდან თანხა გამოვყოთ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „თვითმმართველობა ხალხისთვის“ თავმჯდომარე ინგა მაღრაძე პანდემიის პირობებში დევების ქანდაკებების რესტავრაციისთვის თანხის გამოყოფას გონივრულ გადაწყვეტილებად არ მიიჩნევს.
ინგა მაღრაძე ამბობს, რომ უმჯობესია, „მასტერაოს“ აღდგენამდე, ბიუჯეტის თანხებით ჩხერიმელას ხეობის სოფლების მაცხოვრებელთა ტრანსპორტირებას ხელი შევუწყოთ.
დევების ქანდაკებებს რესტავრაციას მისი ავტორი – გია კიკნაძე ჩაუტარებს.
ქანდაკებების უკანა ტერიტორია დაბინძურებულია. ამიტომ ადგილობრივი თვითმმართვეობა სამომავლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტუალეტის მოწყობასაც გეგმავს.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან