

კურორტ „ნუნისის“ ადმინისტრაციის ორგანიზებით, 1-7 აგვისტოს ნუნისს მხატვართა კავშირის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
მხატვრებმა – გოგა თანდაშვილმა, ოთარ იმერლიშვილმა, მაია ქაჯაიმ, გოგი ხახუტაიშვილმა, ლალი ქუთათელაძემ და დავით პოპიაშვილმა ერთი კვირის განმავლობაში ნუნისის ბუნების შთაგონებით ნახატები შექმნეს.
კურორტ „ნუნისის“ წარმომადგენელი ნინო პავლიაშვილი ამბობს, პლენერი ტრადიციად დამკვიდრდება.
„მსგავსი ტიპის ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში გვაქვს დაგეგმილი. ჩვენი მარკეტინგული გეგმა ისეა აწყობილი, რომ მხოლოდ ჩვენი კურორტის პოპულარიზაციას კი არ ვეწევით, არამედ მთლიად სოფლისას. ნუნისი შთაგონების ამოუწურავი წყაროა. ხელოვანისთვის კი აქ ნამდვილად ფანტასტიური გარემოა, რაც აღნიშნეს კიდეც აქ ჩამოსულმა მხატვრებმა. ვთვლი, რომ ასეთ ღონისძიებებს კარგი შედეგი მოჰყვება“,- ამბობს ნინო პავლიაშვილმა.
პლენერის ერთ-ერთი მონაწილე მხატვარი გოგა თანდაშვილი ნუნისში დაბრუნებას და შემოქმედებითი საქმიანობის გაგრძელებას აპირებს.
„ნუნისში მეც და ჩემი მეგობრებმაც წარმოუდგენლად დადებითი შთაბეჭდილებები მივიღეთ. აქამდე ნამყოფი არ ვიყავი და იქაურობა ძალიან მომეწონა. შევქმენი ოთხი ნახატი, რომლებიც ნუნისის სასტუმროს ვაჩუქე. ასე მოიქცნენ ჩემი მეგობრებიც. ნახატების გარკვეული რაოდენობა იქ დარჩა. ვფიქრობთ, სეზონის დასრულებამდე კიდევ ერთი პლენერი დაიგეგმოს. ამ ეტაპზე ეს მხოლოდ იდეის დონეზეა“, – ამბობს გოგა თანდაშვილი.
კურორტ „ნუნისის“ წარმომადგენელი ნინო პავლიაშვილი გვამცნობს, რომ ნუნისში შექმნილი ნახატების გამოფენა თბილისში იგეგმება.
ლიკა ხიჯაკაძე
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან