

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის-სამტრედიის მონაკვეთის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების მიმდინარე სამუშაოების პროექტის ფარგლებში, კომპანია „ბლექ სი გრუპის“ მიერ, დაგეგმილია ბეტონის დამგები მექანიზმის გადატანა საავტომობილო გზის 700 მეტრიან მონაკვეთზე.
ამის გამო ქუთაისის შემოვლითი გზის გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძამდე დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2020 წლის 12 აგვისტოს ღამის 23:00 სთ-დან 13 აგვისტოს დილის 06:00 სთ-მდე ჩაიკეტება.
ამ დროის განმავლობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ნიკეას ქუჩის გავლით თბილისის მიმართულებით.
მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან